თეგი: სლოვანკეთი
სლოვაკეთმა უკრაინას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გადაფრენა უკრაინელი პილოტების მიერ განხორციელდა, სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სხვა უწყებებთან შეთანხმებით, რომლებმაც გადაფრენის უსაფრთხოება და საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყვეს”, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა. უწყების ცნობით, ტრანსპორტირება უზრუნველყვეს უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და უკრაინელი პერსონალის დახმარებით. ცნობისთვის, სლოვაკეთი უკრაინისთვის ჯამში 13 მიგ-29 ავიაგამანადგურებლის გადაცემას აპირებს.