სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გადაფრენა უკრაინელი პილოტების მიერ განხორციელდა, სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სხვა უწყებებთან შეთანხმებით, რომლებმაც გადაფრენის უსაფრთხოება და საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყვეს”, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა.
უწყების ცნობით, ტრანსპორტირება უზრუნველყვეს უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და უკრაინელი პერსონალის დახმარებით.
ცნობისთვის, სლოვაკეთი უკრაინისთვის ჯამში 13 მიგ-29 ავიაგამანადგურებლის გადაცემას აპირებს.