თეგი: სომალი

სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქუჩაში ბევრი ცხედარია. სავარაუდოდ, დაიღუპნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები. მედიის ცნობით, თავდასხმა იმავე გზაჯვარედინზე მოხდა, სადაც ხუთი წლის წინ მსგავსი ინციდენტის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული, მათ შორის განათლების სამინისტრო. უწყების დაცვამ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 ცხედარი და 20-ზე მეტი დაშავებული დაინახა.  

სომალიში აფეთქებას 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი აფეთქების შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა. ის თავდასხმაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს. სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა BBC წერს, რომ ალ-ქაიდას ფილიალი ალ-შაბაბი სომალის ფედერალურ მთავრობასთან ხანგრძლივ კონფლიქტშია ჩართული.  

„ალ-შაბაბმა“ სომალიში, გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდო ხელში - BBC

შეიარაღებულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ სომალიში გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდო ხელში. BBC-ის ცნობით, მასში რვა - როგორც მგზავრები, ისე ეკიპაჟის წევრები იყვნენ. ვერტმფრენი ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სომალის ცენტრალურ ნაწილში დაეშვა. „ალ შაბაბი“ სამხრეთ და ცენტრალურ სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ვერტმფრენში რამდენიმე უცხოელი და ორი ადგილობრივი იმყოფებოდა, განუცხადა სომალის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიორმა ჰასან ალიმ სააგენტო Reuters-ს. ”მას ასევე გადაჰქონდა სამედიცინო მარაგი და უნდა გადაეყვანა დაშავებული ჯარისკაცები გალგუდუდის რეგიონიდან,” - აღნიშნა ალიმ. ვერტმფრენი ქალაქ ვისილში მიემართებოდა, ის ალ-შაბაბის წინააღმდეგ წარმოებული შეტევის ფრონტის სიახლოვეს დაეშვა. გაეროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. BBC წერს, რომ სომალის მთავრობამ ბოლო თვეებში გააძლიერა ბრძოლა ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის წინააღმდეგ. ალ შაბაბი შეერთებულმა შტატების, გაერთიანებულმა სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.