სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი აფეთქების შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა.
ის თავდასხმაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს.
BBC წერს, რომ ალ-ქაიდას ფილიალი ალ-შაბაბი სომალის ფედერალურ მთავრობასთან ხანგრძლივ კონფლიქტშია ჩართული.