თეგი: სტეფანო დომენიკალი
რუსეთში რბოლები აღარ ჩატარდება - „ფორმულა 1“-ის პრეზიდენტი
„ფორმულა 1-ის“ პრეზიდენტმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ „რუსეთის გრანპრი“ რბოლების კალენდარში არ დაბრუნდება. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას 2023 წლიდან გრან-პრის გამართვა სანკტ-პეტერბურგში სურდა. მანამდე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სოჭში წლევანდელი რბოლა გაუქმდა. ამის შემდეგ „ფორმულა 1“-ის კონტრაქტი რუსეთთან გაწყდა. „ფორმულა 1"-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. „მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია დაგპირდეთ: ჩვენ მათთან მოლაპარაკებას აღარ ვაწარმოებთ. აღარ იქნება რბოლა", - ხაზგასმით აღნიშნა დომენიკალიმ. მისი თქმით, რუსეთში გრან-პრის სერიოზული დაფინანსება აქვს, „მაგრამ არის რაღაცა, რაც განხილვას არ ექვემდებარება“.