„ფორმულა 1-ის“ პრეზიდენტმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ „რუსეთის გრანპრი“ რბოლების კალენდარში არ დაბრუნდება.
ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას 2023 წლიდან გრან-პრის გამართვა სანკტ-პეტერბურგში სურდა. მანამდე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სოჭში წლევანდელი რბოლა გაუქმდა. ამის შემდეგ „ფორმულა 1“-ის კონტრაქტი რუსეთთან გაწყდა.
„ფორმულა 1"-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია დაგპირდეთ: ჩვენ მათთან მოლაპარაკებას აღარ ვაწარმოებთ. აღარ იქნება რბოლა", - ხაზგასმით აღნიშნა დომენიკალიმ.
მისი თქმით, რუსეთში გრან-პრის სერიოზული დაფინანსება აქვს, „მაგრამ არის რაღაცა, რაც განხილვას არ ექვემდებარება“.