თეგი: სტივ უიტკოფი
ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მოსკოვშია. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ უიტკოფს სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი და პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში 6 ან 7 აგვისტოს ჩავიდოდა. 4 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კვირაში პრეზიდენტ პუტინის და უიტკოფის შეხვედრა გამორიცხული არ არის. 5 აგვისტოს დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ უიტკოფი პუტინს 6 აგვისტოს შეხვდება. 8 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავს. ტრამპი: ენერგომატარებლებზე ფასები თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ტრამპმა რუსეთი განიხილავს ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, თუმცა ცეცხლის სრულ შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება - Bloomberg