თეგი: ტერორიზმის სპონსორი
ევროპარლამენტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს კენჭს უყრის
ევროპარლამენტმა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის მოთხოვნა დაამტკიცა და პლენარული სესიების დღის წესრიგში, დებატების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობის საკითხის განხილვა შეიტანა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ბოჰდან ჟონცამ PAP-ის კომენტარში განაცხადა. კენჭისყრისას რეზოლუციის დებატებში ჩართვას, მხარი 201-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 99, ხოლო 61-მა თავი შეიკავა. „მოხარული ვართ, რომ დისკუსია გაიმართება და ნოემბერში ხმას მივცემთ ამ რეზოლუციას, რომელიც წარმოაჩენს რეალურ ურთიერთობას რუსეთსა და ევროკავშირს შორის და აჩვენებს პუტინისა და მისი გარემოცვის ბარბაროსობას,“ - აღნიშნა ჟონცამ. რეზოლუციის განხილვა და კენჭისყრა ევროპარლამენტში 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება. მოგეხსენებათ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, ხოლო ესტონეთში შესაბამისი რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგა.
ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „წარმომადგენლობითმა პალატამ, უკრაინაში ომის გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა. გარდა ამისა, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას უკრაინის შესახებ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.