თეგი: ტოდ რობინსონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: აქ ვართ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციას - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს და აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციას - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ტოდ რობინსომა ქართულ მედიასთან განაცხადა, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე ჰკითხეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ რობინსონის პოზიციით იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული კანონპროექტი ზოგიერთის მტკიცებით, ამერიკული FARA-ს ანალოგია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა, რომ კანონპროექტის დეტალურ განხილვაში შესვლას არ აპირებს და როგორც მისთვის ცნობილია, ეს კანონი საქართველოსთვის არ არის კარგი. ენტონი ბლინკენის თანაშემწე ხვალ თბილისში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება „გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ტოდ რობინსონმა თბილისში, „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციის შემდეგ. ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს რობინსონი თბილისში ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.
ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს
„ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ვფიქრობთ, საქართველოს ინტერესებშია უფრო მჭიდროდ იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონი ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა რობინსონის თქმით, ხსენებული კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის სწორი არ არის. „ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის სწორი არ არის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ასევე ფიქრობენ. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ტოდ რობინსონმა თბილისში, „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციის შემდეგ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საუბრობს იმ სანქციებზე, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ის შეუძლია, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. „შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთდროულად ბიზნესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის, რაც მატებს ეფექტს ინსტრუმენტებსა და სანქციებს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში", - ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. მან დაასახელა ბოლოდროინდელი კონკრეტული მაგალითები, როცა აშშ-მ გამოიყენა სანქციები. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის, უკრაინისა, მექსიკისა და სერბეთის მოქალაქეები. "დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გლობალურად ცუდი აქტორების, ანტიდემოკრატიული აქტორების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეებისა და ნებისმიერის დევნისთვის, ვინც არ უწყობს ხელს და/ან ახშობს ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ამ ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აგრეთვე იმათი სანქცირებისთვის, ვინც გარკვეული თვალსაზრისით გადაკვეთს ხაზს ადამიანის უფლებებზე", - აღნიშნა ტოდ რობინსონმა. კითხვას, განიხილავს თუ არა აშშ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრის ან მოქალაქის სანქცირებას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასე უპასუხა: "ვერ გავუსწრებ რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ვიტყვი, რომ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელთ არის... ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაგვაჩნია ეს ინსტრუმენტები და მზად ვართ მათი გამოყენებისთვის".