თეგი: ტრანზიტული ვიზა
საქართველოს საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზების შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს. Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. „აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულია ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს ტრანზიტული ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის: მოლდოვა უკრაინა თურქეთი ჩრდილოეთ მაკედონია სამხრეთ აფრიკა ჩინეთი სომხეთი აზერბაიჯანი მონტენეგრო ბოსნია და სხვა.“ რა შემთხვევაში დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა
დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზის შემოღების საკითხზე, საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე, საელჩო მოქალაქეებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს. „თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელი და გეგმავთ გაერთიანებული სამეფოს გავლით, ტრანზიტულად მგზავრობას, გაითვალისწინეთ, რომ 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათიდან თქვენ გესაჭიროებათ პირდაპირ საჰაერო სატრანზიტო ვიზა (DATV). ეს წესი მოქმედებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან. ამასთან, გათვალისწინებულია ტრანზიტით გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ოთხკვირიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც შეეხება მათ, ვინც მგზავრობა დაჯავშნა 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (BST) და ბრიტანეთში ჩაფრინდება 2023 წლის 6 ოქტომბრის 00:01 საათამდე (BST),“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში და დეტალებისთვის შემდეგ ბმულს უთითებს: https://www.gov.uk/transit-visa ასევე წაიკითხეთ: რა შემთხვევაში დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა