საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზების შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს. Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულია ვიზის მიღების ვალდებულება (DATV).
- აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს ტრანზიტული ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის:
მოლდოვა
უკრაინა
თურქეთი
ჩრდილოეთ მაკედონია
სამხრეთ აფრიკა ჩინეთი სომხეთი
აზერბაიჯანი
მონტენეგრო
ბოსნია და სხვა.“