თეგი: უიმბლდონი

რუს ჩოგბურთელებს წელს უიმბლდონზე არ დაუშვებენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსი მოთამაშეები წელს უიმბლდონზე არ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული ახალი ამბების სააგენტო Sportico-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. აკრძალვა სავარაუდოდ, ასევე შეეხებათ სპორტსმენებს ბელორუსიდანაც. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზატორები (AELTC) მაისის შუა რიცხვებში გამოაცხადებენ. ამ ეტაპზე კი, კომენტარისგან თავს იკავებენ. ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მას არ მოეწონება, თუ „რუსი სპორტსმენი უიმბლდონის მოგებით რუსეთის დროშას ლონდონში ააფრიალებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე უიმბლდონის ტურნირზე რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს

ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ რუსეთის მოქალაქეობა შეიცვალა და უიმბლდონის მომავალ ტურნირზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. უიმბლდონზე თამაში ყველა რუს მოთამაშეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აეკრძალა. ძალამიძეს ახლა წყვილთა თანრიგში ასპარეზობა შეუძლია, უიმბლდონზე მის მეწყვილედ WTA-ს ვებგვერდზე სერბი ალექსანდრა კრუნიჩია მითითებული. უიმბლდონის ტურნირი 27 ივნისს იწყება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ტურნირი მეშვიდედ მოიგო

მსოფლიოში რეიტინგით მესამე, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ტურნირი ზედიზედ მეოთხედ და საერთო ჯამში მეშვიდედ მოიგო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერი, ავსტრალიელი, ნიკ კირიოსი 4-6; 6-3; 6-4; 7-6 (7-3) დაამარცხა.