თეგი: უკრაინის ელჩი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ირაკლი კობახიძე: საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული
საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ ომის პარტიის ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა", - განაცხადა კობახიძემ.
ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია: „მოძებნეთ სხვა სამსახური"
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. 31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა. „არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევა 1-ლ მარტს დააანონსა. მიზეზად დაასახელა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე.