ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას.
31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა.
„არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევა 1-ლ მარტს დააანონსა. მიზეზად დაასახელა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე.