თეგი: უკრაინის სასამართლო

ზელენსკიმ უკრაინის ყველაზე სკანდალური სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი - უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 დეკემბერს ხელი მოაწერა კანონპროექტს კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელსაც უკრაინის ყველაზე სკანდალური მოსამართლე პავლო ვოვკი ხელმძღვანელობს. შესაბამისი შინაარსის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა 9 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვოვკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი მიზეზად სასამართლო და სხვა საჯარო პროცესებში ჩარევის სანაცვლოდ, ვოვკის მხრიდან ქრთამის მოთხოვნას ასახელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ვოვკი უკრაინაში უსამართლობის, უკანონობისა და დაუსჯელობის სიმბოლოდ იქცა.   

მოსკოვთან დაკავშირებული, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

უკრაინის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვთან დაკავშირებული - УПЦ) მიტროპოლიტს, 62 წლის იოასაფს (გუბანი) გამოსასწორებელი ვადით, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველი სასულიერი პირია, რომელიც გაასამართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ერთი წლით ეკრძალება რელიგიური უწყების და საეკლესიო ეპარქიის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება. იოასაფი მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევაში ცნეს დამნაშავედ, რაც ადამიანების ჯგუფის წინასწარი შეთქმულებით არის ჩადენილი, იტყობინება უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით. გამოძიების ცნობით, იოასაფი რუსეთის პატრიარქის, კირილის ახლო გარემოცვის წევრია. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, იოასაფი და უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ეკლესიებში მტრულ პროპაგანდისტულ ლიტერატურას ავრცელებდნენ. ამასთან, ისინი აჯაროდ აქებდნენ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის მიტაცებას და რელიგიათაშორის მტრობას აღვივებდნენ.