უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 დეკემბერს ხელი მოაწერა კანონპროექტს კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელსაც უკრაინის ყველაზე სკანდალური მოსამართლე პავლო ვოვკი ხელმძღვანელობს. შესაბამისი შინაარსის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ეს ნაბიჯი მოჰყვა 9 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვოვკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიზეზად სასამართლო და სხვა საჯარო პროცესებში ჩარევის სანაცვლოდ, ვოვკის მხრიდან ქრთამის მოთხოვნას ასახელებს.
უკრაინული მედია წერს, რომ ვოვკი უკრაინაში უსამართლობის, უკანონობისა და დაუსჯელობის სიმბოლოდ იქცა.