თეგი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის, რისთვისაც სოციალური ქსელები და მედია გამოიყენება. „დღეს შიდა საინფორმაციო სივრცე უპრეცედენტო გავლენის ქვეშ იმყოფება. უკრაინა პანიკის სისტემური გამწვავების, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რეალური მდგომარეობის დამახინჯების მცდელობების წინაშე დგას. ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს აანალიზებენ და თითოეულ სცენარზე რეაგირების მკაფიო გეგმა აქვთ.

უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი ჯარისკაცი ადასტურებს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა გაანადგურა

უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების თანახმად, სავარაუდოდ, რუსმა სამხედრომ განაცხადა, რომ რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი ხერსონის ოლქში. რუსეთის მიერ ოკუპირებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნიპროზე, 6 ივნისს განადგურდა, რამაც სამხრეთ უკრაინაში ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. უკრაინის ცნობით, კაშხალი რუსმა ძალებმა ააფეთქეს. მოსკოვის მიერ „დანიშნული“ ე.წ. მთავრობა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნგრევაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა, ეს პრეტენზია სწრაფად უარყო კიევმა და შეახსენა კრემლს, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, რუსმა ჯარებმა კაშხალზე ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე გასულ წელს მოათავსეს. უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ ამბობდნენ, რომ კახოვკის კაშხლის გარე თავდასხმებით განადგურება შეუძლებელი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ საერთაშორისო მედია იმის გამო გააკრიტიკა, რომ „რუსული ნარატივებით ეხმიანებიან კაშხლის აფეთქებას“. კულებამ აღნიშნა, რომ ეს „ფაქტებს და პროპაგანდას თანაბარ პირობებში აყენებს". კაშხლის რღვევით გამოწვეულმა მასობრივმა წყალდიდობამ შესაძლოა, უკრაინელი სამხედროების მოსალოდნელი კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთში გაართულოს. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი თუმცა უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ამბობს, რომ კახოვკის ჰესზე აფეთქებამ მომავალი ბრძოლის ლანდშაფტი შეცვალა და არა გეგმები. რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ჭრის პირველ დღეებში დაიკავეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და მას შემდეგ აკონტროლებენ მას.