თეგი: ფედერალური სამსახური
რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა იაპონიის კონსული დააკავა
ვლადივოსტოკში, რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა (FSB) იაპონიის კონსული მოტოკი ტაცუნორი დააკავა. FSB საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის (CSP) ინფორმაციით, დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. „იაპონელი დიპლომატი დააკავეს, როდესაც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანასთან რუსეთის თანამშრომლობის ამჟამინდელი ასპექტების შესახებ, შეზღუდული გავრცელების ინფორმაციას იღებდა. კერძოდ, როგორია დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე და რა ვითარება პრიმორსკის მხარეში“, - განაცხადეს FSB-ში 26 სექტემბერს. იაპონურმა მხარემ, მომხდარი დიპლომატიური არხებით გააპროტესტა. ღია წყაროების მონაცემებით, მოტოკი ტაცუნორი, რუსეთის ფედერაციაში იაპონიის გენერალური კონსულია პოლიტიკურ საკითხებში.