ვლადივოსტოკში, რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა (FSB) იაპონიის კონსული მოტოკი ტაცუნორი დააკავა.
FSB საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის (CSP) ინფორმაციით, დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
„იაპონელი დიპლომატი დააკავეს, როდესაც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანასთან რუსეთის თანამშრომლობის ამჟამინდელი ასპექტების შესახებ, შეზღუდული გავრცელების ინფორმაციას იღებდა. კერძოდ, როგორია დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე და რა ვითარება პრიმორსკის მხარეში“, - განაცხადეს FSB-ში 26 სექტემბერს.
იაპონურმა მხარემ, მომხდარი დიპლომატიური არხებით გააპროტესტა.
ღია წყაროების მონაცემებით, მოტოკი ტაცუნორი, რუსეთის ფედერაციაში იაპონიის გენერალური კონსულია პოლიტიკურ საკითხებში.