თეგი: ფრანკფურტი

4 გამომცემლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ხარჯებითა და სტენდით წარდგება

გამომცემლები, რომლებიც საქართველოს მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ხარჯებით წავლენ და ღონისძიებაზე დამოუკიდებელი სტენდით წარსდგებიან. ამის შესახებ ოთხი გამომცემლობის საერთო განცხადებაში წერია. განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მათი ბოიკოტის მთავარი მიზეზი, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის შედეგად, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად, ქართული კულტურის წინაშე არსებული საფრთხეა. მათივე თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, საერთაშორისო ფორუმებზე ქართული ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ღონისძიებაში საკუთარი სახსრებით მიიღებენ მონაწილეობას. „ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა და მწერლებმა გადავწყვიტეთ, დავიცვათ ბოიკოტის პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და არ ვითანამშრომლოთ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას," - წერია სულაკაურის, ინტელექტის, არტანუჯისა და პალიტრა L-ის საერთო განცხადებაში. განცხადების თანახმად, გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით ფრანკფურტში გაემგზავრებიან ის მწერლებიც, რომლებიც მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ. ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა 18-22 ოქტომბერს გაიმართება.  

ფრანკფურტის მეტროში გაუხსნელი ყუმბარა იპოვეს

პოლიციის ფრანკფურტის მეტროში ყუმბარა გაანეიტრალა. ასაფეთქებელი საშუალება მეტროს ქვედა სართულზე გვირაბის სიღრმეში იყო დამონტაჟებული.  პოლიციას მისი არსებობის შესახებ მგზავრებმა აცნობეს. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ყუმბარა იუგოსლავიური მოდელი, კონკრეტულად კი, M52 იყო, რომელსაც აფეთქების შემთხვევაში შეუძლია, ადამიანები 20 მეტრის რადიუსში მოკლას. CCTV-ის კადრებში ჩანს ნიღბიანი კაცი, რომელიც სადგურის სარდაფში იმალება იმალება. „ეს აჩვენებს, რომ დაახლოებით 4:18 საათზე უცნობი კაცი საეჭვოდ მოქმედებდა მთავარი სადგურის B და C დონეზე,“ - აცხადებენ პოლიციაში. პოლიციის განცხადებით, ცოტა ხნის შემდეგ ჩანს, როგორ ათავსებდა ყუმბარას B დონეზე. მიმდინარეობს გამოძიება.