ფრანკფურტის მეტროში გაუხსნელი ყუმბარა იპოვეს

პოლიციის ფრანკფურტის მეტროში ყუმბარა გაანეიტრალა. ასაფეთქებელი საშუალება მეტროს ქვედა სართულზე გვირაბის სიღრმეში იყო დამონტაჟებული. 

პოლიციას მისი არსებობის შესახებ მგზავრებმა აცნობეს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ყუმბარა იუგოსლავიური მოდელი, კონკრეტულად კი, M52 იყო, რომელსაც აფეთქების შემთხვევაში შეუძლია, ადამიანები 20 მეტრის რადიუსში მოკლას.


CCTV-ის კადრებში ჩანს ნიღბიანი კაცი, რომელიც სადგურის სარდაფში იმალება იმალება.

„ეს აჩვენებს, რომ დაახლოებით 4:18 საათზე უცნობი კაცი საეჭვოდ მოქმედებდა მთავარი სადგურის B და C დონეზე,“ - აცხადებენ პოლიციაში.

პოლიციის განცხადებით, ცოტა ხნის შემდეგ ჩანს, როგორ ათავსებდა ყუმბარას B დონეზე. მიმდინარეობს გამოძიება.