თეგი: ფსკოვი

უკრაინის დაზვერვა: ფსკოვის მახლობლად, აეროდრომზე ორი KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი გავანადგურეთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR), ფსკოვის რეგიონის აეროდრომზე, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენის განადგურება დაადასტურა.  მანამდე რუსული ტელეგრამის არხებმა ორი ვერტმფრენის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. „31 ოქტომბრის ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერეტიეს საჰაერო ძალების ბაზაზე (ოსტროვ-5, ფსკოვის ოლქი) ძლიერი აფეთქება მოხდა. ორი რუსული კა-52 „ალიგატორი“ თავდასხმის ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. კიდევ ორი ​​მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“, - ნათქვამია ანგარიშში. დეპარტამენტის ცნობით, აფეთქებების შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე სამხედრო ნაწილში დივერსიული ჯგუფების ძებნის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კა-52 („Hokum B“ NATO-ს კლასიფიკაციით) რუსული წარმოების სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენია. მისი ღირებულება დაახლოებით $16 მილიონია.  უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს სულ რაღაც ხუთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდეს ამ ტიპის შვიდი ვერტმფრენი. მათი უმეტესობა განადგურდა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.  

უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა

რუსეთის ფსკოვზე უპილოტო საჰაერო ხომალდის თავდასხმის შემდეგ, ოთხი Il 76 სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავი განადგურდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში გააკეთა. „დიახ, ჩვენ ოფიციალურად ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. განადგურებულია ოთხი ილ-76 [ავიამზიდი] და მათი აღდგენა შეუძლებელია. დაზიანდა კიდევ რამდენიმე ერთეული [თვითმფრინავი]. ინფორმაციაზ ზუსტდება,“ - განაცხადა იუსოვმა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76