თეგი: ქსენია სობჩაკი

მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა. მედვედევის მტკიცებით, „საქართველო დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდნენ“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“. მედვედევის პოსტის ასლი თავის ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ ოლეგ ოსიპოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ВКонтакте მედვედევის გვერდი გატეხეს.   

რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი დაპატიმრების საფრთხის გამო, რუსეთიდან გაიქცა

ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა, იუწყება TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის დაკავების თაობაზე, სამართალდამცავებს გამომძიებლის ბრძანება ჰქონდათ, თუმცა მან „გაქცევა მოახერხა". ქსენია სობჩაკი ლიეტუვაში, ბელორუსის გავლით შევიდა, აღნიშნავს გამოცემა.  მანამდე, TASS-ის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტის ქმედებებში, სახელმწიფო ძალაუფლების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე დაინახა. შედეგად, სამართალდამცველებმა, მის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით მასალები გადაუგზავნეს. 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ. გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.   

რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა

რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა. რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი დაპატიმრების საფრთხის გამო, რუსეთიდან გაიქცა „რია ნოვოსტი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სობჩაკმა რუსეთის ფედერაციის საზღვრი ფსკოვის ოლქში გადმოკვეთა და რუსეთში მეუღლესთან, კონსტანტინე ბოგომოლოვთან ერთად დაბრუნდა.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა.  25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ. გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.