ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა, იუწყება TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის დაკავების თაობაზე, სამართალდამცავებს გამომძიებლის ბრძანება ჰქონდათ, თუმცა მან „გაქცევა მოახერხა".
ქსენია სობჩაკი ლიეტუვაში, ბელორუსის გავლით შევიდა, აღნიშნავს გამოცემა.
მანამდე, TASS-ის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტის ქმედებებში, სახელმწიფო ძალაუფლების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე დაინახა. შედეგად, სამართალდამცველებმა, მის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით მასალები გადაუგზავნეს.
25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ.
გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.