თეგი: ყირგიეთი
ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს
ყირგიზეთმა და უზბეკეთმა სახელმწიფო საზღვრის საერთო მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟარაპოვმა ბიშკეკში მის უზბეკ კოლეგასთან შავქათ მირზიოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სასაზღვრო საკითხებში წერტლი დავსვით“, - განაცხადა სადირ ჟარაპოვმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჟარაპოვის თქმით, ეს ფაქტორი „გადამწყვეტ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში“ და „ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.