ყირგიზეთმა და უზბეკეთმა სახელმწიფო საზღვრის საერთო მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს.
ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟარაპოვმა ბიშკეკში მის უზბეკ კოლეგასთან შავქათ მირზიოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სასაზღვრო საკითხებში წერტლი დავსვით“, - განაცხადა სადირ ჟარაპოვმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
ჟარაპოვის თქმით, ეს ფაქტორი „გადამწყვეტ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში“ და „ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.