თეგი: შეზღუდვები გზებზე

დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

საქართველოს გზებზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებაზე საზაო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.  ამ დროისთვის ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე  მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1-კმ43 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. თოვის და დაბალი ტემპერატურის  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ4–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ქარბუქის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა 

თბილსერვის ჯგუფი: დედაქალაქში, გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დედაქალაქში მოსული ჭარბი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. „გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები აღმოიფხვრას. ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა 

კახა კალაძე: წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს და გზები გაიწმინდოს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი, – ამის შესახებ კახა კალაძემ წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს, დროებით წყნეთი-კიკეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა. წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ არ გაჩერებულა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში. წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით გადავკეტეთ, რომ ტექნიკას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, ყველაფერი გაიწმინდოს და ტექნიკური მარილი თავისუფლად დაიყაროს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს, რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია. გუშინ საღამოს დაიწყო თოვა, მთელი ღამის განმავლობაში თოვდა და დღესაც თოვს. 2006 წლიდან წყნეთში ვცხოვრობ და მსგავსი უხვი ნალექი არ მახსოვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა ქუჩები და პატარა ჩიხებიც თოვლისგან იწმინდება. მისივე თქმით, ეს პროცესი დღის ბოლომდე და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც გაეცნო. როგორც მან განაცხადა, გარდა გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრისა, ხდება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და მოქალაქეების დახმარება. „უხვის ნალექის მოსვლისთანავე, ჩვენ მობილიზებული ვართ. გარდა ამისა, ჩვენ კონტრაქტორ კომპანიებს ვთხოვეთ ტექნიკით დახმარება და ქუჩებს მათთან ერთად ვწმენდთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კონტრაქტორებს. ვიდრე ქალაქში ნალექის პრობლემა იქნება, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. ვინაიდან გარკვეულ ლოკაციებზე ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მივდივართ ყველგან და ვეხმარებით მათ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა 

ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

პანტიანი-მანგლისის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ32 (პანტიანი-მანგლისი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ამავე მონაკვეთზე, თოვლის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.