თეგი: შიდა ფრენები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს. „ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით - 15:15 საათზე განხორციელდება. ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია“, - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ში შიდა ფრენებზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებაა
აშშ-ში ყველა შიდა ფრენაზე შეფერხებაა. ეროვნული კონტროლის სისტემის შეტყობინების თანახმად, ამის მიზეზი საჰაერო მისიების სისტემასთან დაკავშირებული შეფერხებია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აცხადებს, რომ მუშაობს სისტემის აღდგენაზე, რომელიც პილოტებს ფრენის მარშრუტებზე პოტენციური საფრთხის შესახებ ქვეყნის მასშტაბით გათიშვის შემდეგ აფრთხილებს. American Airlines-მა განაცხადა, რომ გათიშვა გავლენას ახდენს ყველა ფრენაზე, მათ შორის ყველა გადამზიდავზე. ფრენის გადამზიდავმა United Airlines-მა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ყველა შიდა ფრენას აჭიანურებდნენ, ვიდრე FAA-სგან მეტს არ შეიტყობდნენ. ტეხასის ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტმა ასევე დაადასტურა, რომ აეროპორტებში შეფერხებებია. თავად მგზავრებმა კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ცნობები, რომ მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენებზე შეფერხება აქვთ.