აშშ-ში ყველა შიდა ფრენაზე შეფერხებაა. ეროვნული კონტროლის სისტემის შეტყობინების თანახმად, ამის მიზეზი საჰაერო მისიების სისტემასთან დაკავშირებული შეფერხებია.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აცხადებს, რომ მუშაობს სისტემის აღდგენაზე, რომელიც პილოტებს ფრენის მარშრუტებზე პოტენციური საფრთხის შესახებ ქვეყნის მასშტაბით გათიშვის შემდეგ აფრთხილებს.
American Airlines-მა განაცხადა, რომ გათიშვა გავლენას ახდენს ყველა ფრენაზე, მათ შორის ყველა გადამზიდავზე.
ფრენის გადამზიდავმა United Airlines-მა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ყველა შიდა ფრენას აჭიანურებდნენ, ვიდრე FAA-სგან მეტს არ შეიტყობდნენ.
ტეხასის ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტმა ასევე დაადასტურა, რომ აეროპორტებში შეფერხებებია.
თავად მგზავრებმა კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ცნობები, რომ მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენებზე შეფერხება აქვთ.