თეგი: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

AFP: რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ

რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ, - ამის შესახებ სააგენტო AFP აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, იუწყება France 24.  „ჩერნობილი ის ადგილია სადაც რუსების ჯარის ნაწილი გადაადგილდება. ისინი ტოვებენ „ჩენობილის“ ატომურ ელექტროსადგურს და ბელორუსში გადადიან. ჩვენი ვარაუდით ისინი მიდიან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ ელექტროსადგური უკვე დატოვეს“, - განუცხადა წყარომ AFP.   რუსეთის ჯარმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავა, ომის პირველივე დღეს. უკრაინის მთავრობაში განაცახდეს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე მას შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლა მუშაობდა. „პერსონალი ობიექტზე მხოლოდ გასულ კვირას შეიცვალა“.    რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს    

ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს არ მივცეთ შანსი, ატომური ელექტროსადგურები შანტაჟისთვის გამოიყენოს

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები შარშან რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლების შემდეგ უკვე დაუბრუნდნენ ნორმალურ ფუნქციონირებას, თუმცა აუცილებელია, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ბირთვული ენერგია შანტაჟისთვის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მისი თქმით, 37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით. „ოცდაჩვიდმეტი წლის წინ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ოდესღაც მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა საშიშ ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გასულ წელს ოკუპანტებმა არამხოლოდ ატომური ელექტროსადგური წაართვეს, არამედ, კვლავ საფრთხე შეუქმნეს მთელ მსოფლიოს. „გათავისუფლებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ჩორნობილის ზონაში სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები უკვე ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს არ მივცეთ შანსი, გამოიყენოს ატომური ელექტროსადგურები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.