ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები შარშან რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლების შემდეგ უკვე დაუბრუნდნენ ნორმალურ ფუნქციონირებას, თუმცა აუცილებელია, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ბირთვული ენერგია შანტაჟისთვის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, 37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით.
„ოცდაჩვიდმეტი წლის წინ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ოდესღაც მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა საშიშ ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გასულ წელს ოკუპანტებმა არამხოლოდ ატომური ელექტროსადგური წაართვეს, არამედ, კვლავ საფრთხე შეუქმნეს მთელ მსოფლიოს.
„გათავისუფლებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ჩორნობილის ზონაში სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები უკვე ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს არ მივცეთ შანსი, გამოიყენოს ატომური ელექტროსადგურები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.