თეგი: ჩერნოგორია
მონტენეგროში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები
მონტენეგროში, ქალაქ ცეტინში კაცმა გამვლელებს იარაღიდან ესროლა. მედიის მონაცემებით, სროლის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაღუპა, ხოლო 6 ადამიანი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელი თავის არეში დაიჭრა, სულ მცირე ორი ადამიანი - მოხუცი ქალი და კაცი - მონტენეგროს კლინიკურ ცენტრში გადაიყვანეს. პორტალ In4s-ის ცნობით, თავდამსხმელი დაიღუპა. ის 34 წლის ადგილობრივი მცხოვრები, ვუჩკო ბორილოვიჩია. სროლის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური ჩხუბი გახდა.
მონტენეგრომ უკრაინის დასახმარებლად სამხედრო ბიუჯეტის 11% გამოყო
მონტენეგროს მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის 11 პროცენტს უტოლდება. ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოშეხვედრისას განაცხადა. მონტენეგროს მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მონტენეგრო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს რომელ ორგანიზაციებს შეუერთდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი ისე დასრულდება, რომ უკრაინა თავის ტერიტორიას დაიცავს. მონტენეგროში, რომელსაც 600 ათასი მოსახლე ჰყავს, უკრაინიდან 10 ათასზე მეტი ლტოლვილია“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმ. 5 დეკემბერს მონტენეგრომ ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინასთან, რომელიც მხარს უჭერს მის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ბელგიისა და ჩეხეთის შემდეგ, ჩერნოგორია NATO-ს მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს დოკუმენტს.