მონტენეგროში, ქალაქ ცეტინში კაცმა გამვლელებს იარაღიდან ესროლა.
მედიის მონაცემებით, სროლის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაღუპა, ხოლო 6 ადამიანი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ცნობილია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელი თავის არეში დაიჭრა, სულ მცირე ორი ადამიანი - მოხუცი ქალი და კაცი - მონტენეგროს კლინიკურ ცენტრში გადაიყვანეს.
პორტალ In4s-ის ცნობით, თავდამსხმელი დაიღუპა. ის 34 წლის ადგილობრივი მცხოვრები, ვუჩკო ბორილოვიჩია. სროლის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური ჩხუბი გახდა.