თეგი: ჩუკოტკა
რუსეთში, ჩუკოტკაში თვითმფრინავი გაუჩინარდა
რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Strizh Aviation-ის კუთვნილი An-2 ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია TASS-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი მგზავრი. თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და ამავე ადგილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა დაფრენისას კონტაქტი არ დამყარდა.