თეგი: ცოფი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას და მათ იზოლირებას გულისხმობს. „მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.
ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა
ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა, რომ დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ცნობისთვის, მერიამ ძაღლი დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და ჩატარდა ვაქცინაცია. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ. ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
- თბილისში, წელს, ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, წელს, თბილისში ცოფის 2 შემთხვევა გამოვლინდა. „წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის თბილისში, ცხოველებში ცოფის შემთხვევები გამოვლენილი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეპატრონეებმა, რომლებსაც დაჰყავთ საკუთარი ცხოველი, მაგალითად სანადიროდ, სასურველია, ერთზე მეტჯერ აცრან ცოფის ვაქცინით. კობიაშვილმა განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ცოფის დროს ძაღლს. „შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება. ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და ყლაპვა ურთულდებათ, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევნიშნავთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელია, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.
დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ განაცხადა.მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.