თეგი: ძმები კაკულიები
სასამართლომ ძმებ დავით და გურამ კაკულიებს პატიმრობა შეუფარდა
გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. პროკურორმა თამარ ყულიჯანიშვილმა განაცხადა, რომ კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად. ბრალდების მხარის ვერსიით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია. ამასთან, ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. ცნობისთვისმ ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა გუშინ დილით ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინდა. ამასთან, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს ძმებმა კაკულიებმა ესროლეს - პროკურატურა
პროკურორ, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს იარაღით ძმები, დავით და გურამ კაკულიები დაესხნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს. პროკურორის თქმით, ბრალდებულების გამტყუნება თუ გამართლება საბოლოოდ სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად, დაზარალებულები ბრალდებულებს ვერ გაამართლებენ. “რაც შეეხება მტკიცებულებებს და მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებას, საქმე იმაშია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი და გამოკვლეული აქვს იმდენად მყარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დაცვის მხარის ყოველგვარი მცდელობა არის ფუჭი", - აცხადებს, თამარ ყულჯანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ “დაცვის მხარის ნებისმიერი მცდელობა აღმოჩნდება ფუჭი, ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და პასუხისმგებლობიდან ბრალდებულების არიდებას”, - განაცხადა ყულჯანიშვილმა. ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.