გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა.
პროკურორმა თამარ ყულიჯანიშვილმა განაცხადა, რომ კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად. ბრალდების მხარის ვერსიით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია.
ამასთან, ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.