თეგი: ხარაგაული
ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია - საქართველოს რკინიგზა
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მოლითი-მარელისის გადასარბენთან სოფელ ბაბის მიმდებარედ მეწყერის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია რეისები, რომლებიც სტიქიის გამო ვერ განხორციელდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მგზავრობის საფასურს სრულად აანაზღაურებენ. „მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201); კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება. კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება. „საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდზე ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30 #805 ბათუმი-თბილისი 14:30 #802 თბილისი-ბათუმი 08:00 #803 ბათუმი-თბილისი 08:10 #808 თბილისი-ბათუმი 10:35 #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40 #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50 #18 თბილისი-ქუთაისი 08:50 #873 ფოთი-თბილისი 07:20 #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00 #17 ქუთაისი-თბილისი 12:25 საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50 #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50 „სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.