ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება.
„საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდზე ავრცელებს.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
- #806 თბილისი-ბათუმი 06:30
- #805 ბათუმი-თბილისი 14:30
- #802 თბილისი-ბათუმი 08:00
- #803 ბათუმი-თბილისი 08:10
- #808 თბილისი-ბათუმი 10:35
- #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
- #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
- #18 თბილისი-ქუთაისი 08:50
- #873 ფოთი-თბილისი 07:20
- #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
- #17 ქუთაისი-თბილისი 12:25
საგარეუბნო მატარებლები:
- #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
- #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50
„სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.