თეგი: ხერსონის ოლქი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ოპერატიულობა სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა. უკრაინა: ხერსონის რეგიონში წინსვლას ვაგრძელებთ, მტერი თავდაცვით ხაზებს ცვლის მისი თქმით, იუჟნობუგსკაიას ოპერატიული ზონაში ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი. „ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რეგიონში - ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორიევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის განთავისუფლებაში. სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციისთვის ღონისძიებები გრძელდება", - თქვა ნაზაროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ხერსონის ოლქში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი - გუბერნატორი
ხერსონის ოლქში, წყლის საშუალო დონე ამჟამად 93 სანტიმეტრს შეადგენს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „ხერსონის ოლქში, 14:00 საათის მდგომარეობით, წყლის საშუალო დონე 93 სანტიმეტრს აღწევს. დატბორილია ოცდასამი დასახლებული პუნქტი, აქედან ექვსი მარჯვენა სანაპიროზე [მდინარე დნეპრის], დანარჩენი ყველა - მარცხენა სანაპიროზე (ოკუპირებული ნაწილი)“, - განაცხადა კუდრინმა. NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა მან ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 879 საცხოვრებელი კორპუსი. 6 ივნისის დასაწყისში რუსეთის არმიამ ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კახოვკის კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი, დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს ცნობით კი, დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.