თეგი: ხვიჩა მაქაცარია

საქართველოში "ბილაინის" ქსელის მფლობელი იცვლება. ამ გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.   კომუნიკაციის კომისიის სხდომის თანახმად, “ბილაინი” ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს. Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის შესყიდვის შემდეგ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ხდება.კომუნიკაციების კომისიის განცხადება:"საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. “ვიონი საქართველო” აქამდე საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედიოდა. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც მარტიდან სანქციების ქვეშ მოექცა.

"ბილაინის" 100%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს

კომპანია „ბილაინს“, იმავე "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიამ 5 მაისის სხდომაზე მიიჩნია, რომ: „ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“. შეგახესენებთ, რომ საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად „ვიონი საქართველოს“ ორი მფლობელი ჰყავს. კერძოდ: წილების 71% ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ Watertrail Industries-ს; წილების 29% ეკუთვნის იქვე რეგისტრირებულ Investico Alliance-ს. ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი (აქციების 43.8% საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ვაჭრობაშია). ცნობისთვის, „ვიონი“ 2007 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე „მობიტელის“ სახელით და ფიჭური კომპანია „ბილაინის“ ბრენდით დაიწყო მუშაობა. „მობიტელი“ ეკუთვნოდა რუსულ „ვიმპელკომ ჯგუფს“, რომელსაც 2017 წლის რებრენდინგის შედეგად „ვიონი“ ეწოდა. სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ვიონი ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელია, საქართველოში ასევე ფლობს კომპანია „ბორჯომს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმოება შეაჩერა.  

ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ Beeline-ს 100% იყიდა

კომპანია Beeline-ის (VEON Georgia) 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა.  კერძოდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც - „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს.