ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ Beeline-ს 100% იყიდა

კომპანია Beeline-ის (VEON Georgia) 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა. 

კერძოდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.

კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც - „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს.