თეგი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
"უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, პოლონეთში გადასულ ნახევარ მილიონამდე ლტოლვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ამასთან, მედიცინის მუშაკთა ინფორმაციით, უკრაინიდან გადმოსულ ბავშვებსა და დედებს გამოფიტვისა და დეჰიდრაციის ნიშნები აქვთ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ომიკრონის" ახალი შტამი XE შეიძლება, ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) განაცხადა, რომ ომიკრონის ორი შტამის: BA.1-სა და BA.2-ს ჰიბრიდი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს და XE უწოდეს, შეიძლება ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს. "ახალი შტამი ვარაუდობენ, რომ ის 10%-ით უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე BA.2, რომელიც თავისთავად უფრო გადამდები იყო, ვიდრე ორიგინალი ომიკრონი, რომელიც ცნობილია შეღწევადობის სიმარტივით. ამავე დროს, ჩინეთში, სადაც 2020 წლის შემდეგ, ინფექციის ყველაზე დიდი გავრცელება ფიქსირდება, გამოვლინდა ომიკრონის ორი ახალი ქვევარიანტი, რომლებიც არ ემთხვევა ამ დრომდე არსებულ თანმიმდევრობას. გაურკვეველია, ეს შემთხვევები მცირე მნიშვნელობის ერთჯერადი გამოვლინებაა თუ შეიძლება მომავალი პრობლემების ნიშნები იყოს. თუ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალიან გადამდები ვირუსის (როგორიცაა ომიკრონის ვარიანტი) შეკავების ზომები არაეფექტური იქნება, ეს შეიძლება გახდეს საფრთხე დანარჩენი მსოფლიოსთვის“,-განაცხადა ბიოლოგიური თავდაცვის სფეროში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა რაჯიევ ვენკაიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ჯანმო: კორონავირუსზე ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განაცხადებით, კორონავირუსზე დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი გამოიწვიოს. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმის თქმასთან, რომ პანდემიის საგანგებო ეტაპი დასრულდა, მაგრამ ჩვენ იქ ჯერ არ ვართ. მეთვალყურეობის, ტესტირების, თანმიმდევრობისა და ვაქცინაციის ხარვეზები ქმნის სრულყოფილ პირობებს ახალი შემაშფოთებელი ვარიანტისთვის, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთში, ქალაი უხანში.
სუდანის დედაქალაქში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია. "ტექნიკურმა სპეციალისტებმა ვერ შეაღწიეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ლაბორატორიაში მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 4 072 - დაშავდა.