თეგი: ჯეიმს ჯონი
ირაკლი ღარიბაშვილმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა რეფორმების ერთგულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, .შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.
IMF-ის მისია: ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება
13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. ვრცლად წაიკითხეთ: IMF: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის