IMF-ის მისია: ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება

13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით.

მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება.

მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით.

ვრცლად წაიკითხეთ: IMF: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის