თეგი: ჰენრი კისინჯერი
ჩინეთის პრეზიდენტმა „ძველ მეგობარ“ ჰენრი კისინჯერს უმასპინძლა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა „ძველი მეგობარი“ ჰენრი კისინჯერი მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კისინჯერმა ახლახან იზეიმა 100 წლის იუბილე და 100-ზე მეტჯერ ეწვია ჩინეთს. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მის ვიზიტს ამჯერად „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“ „კიდევ ერთხელ, ჩინეთი და აშშ არიან გზაჯვარედინზე, თუ სად უნდა წავიდნენ აქედან და კიდევ ერთხელ, ორივე მხარემ უნდა გააკეთოს არჩევანი“, - განუცხადა სი ძინპინმა ამერიკელ დიპლომატს. კისინჯერმა მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში. „ჩინელი ხალხი არასოდეს ივიწყებს თავის ძველ მეგობრებს და ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობები ყოველთვის იქნება დაკავშირებული ჰენრი კისინჯერის სახელთან,“ - მიმართა სი ძინპინმა კისინჯერს. Reuters-ი წერს, რომ კისინჯერს ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და ის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩინეთს რეგულარულად სტუმრობდა. „ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მსოფლიო მშვიდობისა და საზოგადოებათა პროგრესის საკითხია,“ - განაცხადა კისინჯერმა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს Xinhua-ს ცნობით. „შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, შევინარჩუნოთ შანხაის კომუნიკეს საფუძველზე შედგენილი პრინციპები, ვაფასებთ უდიდეს მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ერთიანი ჩინეთის პრინციპს,“- განაცხადა კისინჯერმა შეხვედრაზე. მისი ვიზიტი ჩინეთში იმ ფონზე იმართება, როდესაც ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ დონეზეა.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ჰენრი კისინჯერი, რომელიც 1973-1977 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. „დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა,“ - ნათქვამია საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ის განცხადებაში. 1973 წელს კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია, ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. მის სახელს ასევე უკავშირდება ჩინეთთან ურთიერთობების გახსნა და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირება. კისინჯერმა მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში. Reuters-ი წერს, რომ კისინჯერს ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და ის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩინეთს რეგულარულად სტუმრობდა. მისი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე წლის ივლისში შედგა იმ ფონზე, როდესაც ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ დონეზე იყო.