თეგი: ჰიპერბგერითი იარაღი
Reuters: რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონს“ ჩრდილოეთის ფლოტის ახალ ფრეგატზე განათავსებს
Reuters-ის ცნობით, რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ ტესტირება დაასრულა და წლის ბოლომდე, მას ჩრდილოეთის ფლოტის ახალ ფრეგატზე განათავსებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ გამოცადა ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურმა ალექსანდრე მოისეევმა განაცხადა, რომ „ადმირალ გოლოვკოს“ ფრეგატი პირველია, რომელიც „ცირკონით“ სრულად შეიარაღებული იქნება. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ცირკონს“ ახალი თაობის შეუდარებელი იარაღის სისტემების ნაწილი უწოდა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „ცირკონს“ უკვე რამდენიმე წელია, ცდიან. რუსული წყაროების ინფორმაციით, რაკეტას ბგერაზე 10-ჯერ დიდი სისწრაფის განვითარება შეუძლია და მისი რადიუსი 1000 კილომეტრს აღემატება.
აშშ-მ ჰიპერბგერითი იარაღის კომპონენტები წარმატებით გამოსცადა
აშშ-მ ჰიპერბგერითი იარაღის კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ აშშ-მ და გლობალურმა კონკურენტებმა დააჩქარეს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის ტემპი, რომელიც მოწინააღმდეგეებს რეაქციის დროს უზღუდავს.
აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადა
აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოსცადა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის საჰაერო ძალებმა გამოცდა კვირას ჩაატარეს, მას შემდეგ, რაც ბომბდამშენი B-52 გუამიდან აფრინდა და ARRW სწრაფი რეაგირების რაკეტა გაუშვა. აშშ-ის საჰაერო ძალებს ჰიპერბგერითი იარაღის ფრენის სიჩქარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, აშშ ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაზე მუშაობს. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა უკრაინაში გამოიყენა, ხოლო ჩინეთმა გასული წლის ოქტომბერში ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.