Reuters: რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონს“ ჩრდილოეთის ფლოტის ახალ ფრეგატზე განათავსებს

Reuters-ის ცნობით, რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ ტესტირება დაასრულა და წლის ბოლომდე, მას ჩრდილოეთის ფლოტის ახალ ფრეგატზე განათავსებს.

ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურმა ალექსანდრე მოისეევმა განაცხადა, რომ „ადმირალ გოლოვკოს“ ფრეგატი პირველია, რომელიც „ცირკონით“ სრულად შეიარაღებული იქნება. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ცირკონს“ ახალი თაობის შეუდარებელი იარაღის სისტემების ნაწილი უწოდა.


რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „ცირკონს“ უკვე რამდენიმე წელია, ცდიან.  რუსული წყაროების ინფორმაციით, რაკეტას ბგერაზე 10-ჯერ დიდი სისწრაფის განვითარება შეუძლია და მისი რადიუსი 1000 კილომეტრს აღემატება.