თეგი: „ბინძური ბომბი“

რუსი პროპაგანდისტები და ოფიციალური პირები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით - უკრაინული მედია

რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ აფეთქებისთვის ემზადება. იუწყება Ukrinform. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრma სერგეი შოიგუm სატელეფონო საუბრები გამართა NATO-ს თავდაცვის მინისტრებთან. მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამივე საუბარში შოიგუმ „გამოთქვა შეშფოთება" უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით. მანმადე სახელისუფლებო მედია წერდა, რომ მუშაობა ბომბთან დაკავშირებით „უკვე დასკვნით ეტაპზეა“. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პარიზი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა და რომ საფრანგეთი არ ჩაერთვება უკრაინაში რაიმე ესკალაციაში, კერძოდ, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ლეკორნუმ დაადასტურა, რომ შოიგუმ მას ესაუბრა „ბინძური ბომბის“ შესახებ. თურქულ და ბრიტანულ მხარეს შოიგუსთან სატელეფონო ზარების შესახებ ჯერ არ უსაუბრია. რუსეთის მხრიდან ბრალდებები მოდის იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ რუსულმა ჯარებმა შესაძლოა, დატოვონ ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპირო. ცნობისთვის, „ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს.

ზელენსკი: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება $17 მილიარდი რეკონსტრუქციისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ოქტომბერს, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინას სჭირდება თანხები გადარჩენისთვის".  მან პარტნიორებს სწრაფი აღდგენის მიმართულებით უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა. „მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება „ფინანსური რამშტეინის“ დაარსების შესახებ, რათა შევინარჩუნოთ საერთო სტაბილურობა, თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მსგავსი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. „ჩვენი სწრაფი აღდგენის გეგმის ხარჯები 17 მილიარდი დოლარია, რაც გამიზნულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისთვის. ეს არის საავადმყოფოები, სკოლები, სასიცოცხლო ტრანსპორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინის კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას. ზელენსკის თქმით, უკრაინას ამ გეგმის განხორციელებისთვის „ერთი ცენტიც არ მიუღია“.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.