უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ოქტომბერს, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინას სჭირდება თანხები გადარჩენისთვის".
მან პარტნიორებს სწრაფი აღდგენის მიმართულებით უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.
„მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება „ფინანსური რამშტეინის“ დაარსების შესახებ, რათა შევინარჩუნოთ საერთო სტაბილურობა, თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მსგავსი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს.
„ჩვენი სწრაფი აღდგენის გეგმის ხარჯები 17 მილიარდი დოლარია, რაც გამიზნულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისთვის. ეს არის საავადმყოფოები, სკოლები, სასიცოცხლო ტრანსპორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინის კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ამ გეგმის განხორციელებისთვის „ერთი ცენტიც არ მიუღია“.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.